saqarTvelos mdinareebi - lagodexiswyali

ტერიტორიული ერთეულები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
სათავე კახეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე
სიგრძე 31 კმ
აუზის ფართობი 98 კმ²

 

მდინარე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, მაწიმისწყლის მარჯვენა შენაკადი. იწყება კახეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2995 მ. სიგრძე 31 კმ. აუზის ფართობი 98 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა - ზაფხულსა და ზამთარში, წყალმოვარდნები – შემოდგომაზე. საშუალო წლიური ხარჯი 2,5 მ3/წმ. გამოყენებულია სარწყავად.